7387440278
7387440265
7387440282
7387440310
7387440329
7387440278

ენზიმური ლაქების მოსაშორებელი საშუალება Ph, 600 მლ

16,26 

არტიკული:13-3140-MAS
ბრენდი:Ph
მოცულობა (მლ.):600

აღწერა

Ph ენზიმური ლაქების მოსაშორებელი საშუალება. ლაქების მოსაშორებელი საშუალება ენზიმების კომბინაციის საფუძველზე განკუთვნილია ორგანული წარმოშობის ლაქების — ცხიმოვანი, ცილოვანი და სახამებლის — მოსაშორებლად. შესაფერისია ყველა ტიპის ქსოვილისთვის, გარდა შალისა და აბრეშუმისა. ეფექტურად აშორებს სისხლის, ოფლისა და რძის ჩამჯდარ ლაქებს. აახლებებს ქსოვილის ფერს. გამოიყენება ლაქების წინასწარი დამუშავებისთვის და ძირითადი რეცხვის პროცესში 40°C-მდე ტემპერატურაზე. შესაძლებელია გამოყენება როგორც პროფესიონალურად, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში.

გამოყენების სფერო: სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სანატორიულ-კურორტულ, საბავშვო, სკოლამდელ, სასკოლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სხვადასხვა სამრეწველო სფეროში (მათ შორის კვების მრეწველობაში).

გამოყენების წესი: გამოყენებამდე საშუალება კარგად შეანჯღრიეთ.

ლაქების წინასწარი დამუშავება: დაასველეთ ლაქა თბილი წყლით, დაიტანეთ საშუალება და დატოვეთ 10 წუთით, არ დაუშვათ გაშრობა. გაწმინდეთ ლაქა სველი ჯაგრისით სრულ გაქრობამდე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. გარეცხეთ თეთრეული ჩვეულებრივი წესით (ხელით ან სარეცხ მანქანაში).

ძირითადი რეცხვა სარეცხ მანქანაში: დაამატეთ ლაქების მოსაშორებელი საშუალება ძირითადი რეცხვის განყოფილებაში გამოყენებულ სარეცხ საშუალებასთან ერთად — 20 მლ 1 კგ მშრალ თეთრეულზე, მაგრამ არანაკლებ 50 მლ. გარეცხეთ სარეცხი მანქანის ინსტრუქციისა და ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად, არაუმეტეს 40°C ტემპერატურაზე.

შემადგენლობა: < 5% ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ენზიმები, კონსერვანტი.

pH მაჩვენებელი: ~ 8

უსაფრთხოების ზომები: არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. იმუშავეთ ხელთათმანებით. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით +5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე. გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.

პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.

წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 1,5 წელი.

Additional Information

ბრენდი

Ph

მოცულობა (მლ.)

600