აღწერა
Ph ჟანგბადოვანი ლაქების მოსაშორებელი საშუალება. აქტიური ჟანგბადის საფუძველზე შექმნილი ლაქების მოსაშორებელი საშუალება განკუთვნილია წვენის, ხილის, ჩაის, ყავის, ღვინის და სხვა პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. აბრუნებს სითეთრეს გათეთრებულ ან გაყვითლებულ ქსოვილებს. აახლებებს თეთრეულს და აქრობს უსიამოვნო სუნს. გააჩნია სადეზინფექციო თვისებები. გამოიყენება ლაქების წინასწარი დამუშავებისთვის და ძირითადი რეცხვის პროცესში.
გამოყენების სფერო: სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სანატორიულ-კურორტულ, საბავშვო, სკოლამდელ, სასკოლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სხვადასხვა სამრეწველო სფეროში (მათ შორის კვების მრეწველობაში).
გამოყენების წესი: გამოყენებამდე საშუალება კარგად შეანჯღრიეთ.
ლაქების წინასწარი დამუშავება: დაასველეთ ლაქა თბილი წყლით, დაიტანეთ საშუალება და დატოვეთ ზემოქმედებისთვის 10-20 წუთით, არ დაუშვათ გაშრობა. გაწმინდეთ ლაქა სველი ჯაგრისით სრულ გაქრობამდე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. გარეცხეთ თეთრეული ჩვეულებრივი წესით (ხელით ან სარეცხ მანქანაში).
დალბობა: გახსენით 40 მლ ლაქების მოსაშორებელი საშუალება 10 ლიტრ თბილ სარეცხ ხსნარში, ჩაალბეთ თეთრეული და დატოვეთ 30–60 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით (ხელით ან სარეცხ მანქანაში).
ძირითადი რეცხვა სარეცხ მანქანაში: დაამატეთ ლაქების მოსაშორებელი საშუალება ძირითადი რეცხვის განყოფილებაში გამოყენებულ სარეცხ საშუალებასთან ერთად — 20 მლ 1 კგ მშრალ თეთრეულზე, მაგრამ არანაკლებ 50 მლ. გარეცხეთ სარეცხი მანქანის ინსტრუქციისა და ტანსაცმლის ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად, არანაკლებ 40°C ტემპერატურაზე.
შემადგენლობა: 5-15% ჟანგბადის საფუძველზე დამზადებული გამათეთრებელი ნივთიერებები, <5% ანიონური და არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ეთილენდიამინტეტრაცეტატის მარილი, ფოსფონატი.
pH მაჩვენებელი: ~ 4
უსაფრთხოების ზომები: არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. იმუშავეთ ხელთათმანებით. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით +5°C-დან +25°C-მდე ტემპერატურაზე. გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.
წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 1,5 წელი.