PhBlumGel
PhBlumGel2
PhBlumGel3
PhBlumGel4
PhBlumGel

უნივერსალური ცხიმის მოსაშორებელი საშუალება Ph Blum Gel, 1 ლიტრი

11,66 

არტიკული:13-2232-MAS
ბრენდი:Ph
მოცულობა (მლ.):1000

აღწერა

Ph Blum Gel უნივერსალური ცხიმის მოსაშორებელი საშუალება. განკუთვნილია ჭურჭლის, სასადილო მოწყობილობების, სამზარეულოს ინვენტარის, აღჭურვილობის დეტალებისა და ტარის ხელით რეცხვისა და წინასწარი დასალბობად. საშუალება გამოირჩევა გაძლიერებული ცხიმგამხსნელი მოქმედებით. ეფექტურად აშორებს ცხიმებს, ცილოვან და სხვა საკვებ დაბინძურებებს. შესაფერისია ტექნოლოგიური და სამზარეულოს აღჭურვილობის, სამუშაო ზედაპირების, მაგიდების, იატაკების, კედლების და სხვა ტენგამძლე ზედაპირების გასაწმენდად.

გამოყენების სფერო: კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოებში (მათ შორის ხორცის, თევზის, ფრინველის გადამუშავების, რძის, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო, ზეთ-ცხიმოვანი, ხილ-ბოსტნეულის, საკონსერვო, საფქვავი და მარცვლეულის, სახამებლის წარმოებაში), მცენარეულობის, მეცხოველეობის, მეფრინველეობის სფეროში, ვეტერინარულ დაწესებულებებში, სასმელების წარმოების საწარმოებში (მათ შორის ლუდის, ღვინის, სპირტის, უალკოჰოლო სასმელების, მინერალური წყლების), ბავშვთა კვების წარმოებაში, საზოგადოებრივი კვების საწარმოებში (კაფეები, ბარები, რესტორნები, სასადილოები, სწრაფი კვების ობიექტები, ქეითერინგის კომპანიები, კვების კომბინატები), სავაჭრო ობიექტებზე (მათ შორის სასურსათო, სამრეწველო და სამშენებლო ბაზრები, ლოგისტიკური ცენტრები და საწყობები), ქარხანა-სამზარეულოებში, სანატორიულ-კურორტულ და გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში (მათ შორის საბავშვო, სკოლამდელ და სასკოლო), კულტურის, დასვენებისა და სპორტის ორგანიზაციებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სამედიცინო დაწესებულებებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოებში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, ტრანსპორტში, სახელმწიფო სტრუქტურებში და საყოფაცხოვრებო პირობებში.

გამოყენების წესი:

ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობების რეცხვა: მოამზადეთ 1-3% სამუშაო ხსნარი → დაიტანეთ ზედაპირზე → დაამუშავეთ ინვენტარით → ჩამობანეთ სუფთა წყლით.
გასტროემკოსტებისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა: მოამზადეთ 2-5% სამუშაო ხსნარი → დაიტანეთ ზედაპირზე → დაამუშავეთ ინვენტარით → ჩამობანეთ სუფთა წყლით.
ზედაპირების რეცხვა: მოამზადეთ 0,5-1,0% სამუშაო ხსნარი → დაიტანეთ ზედაპირზე → დაამუშავეთ ინვენტარით → ჩამობანეთ სუფთა წყლით.
შესაძლებელია გამოყენება განუზავებლად.

შემადგენლობა: >30% დეიონიზებული წყალი, < 5% არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, 5-15% ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, EDTA-ის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, საღებავი, სურნელოვანი კომპოზიცია, კონსერვანტი.

pH მაჩვენებელი: 7

უსაფრთხოების ზომები: არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. გამოიყენეთ ხელთათმანები. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე, გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.

პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.

წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 3 წელი.

Additional Information

ბრენდი

Ph

მოცულობა (მლ.)

1000