აღწერა
Ph WC Gel სარეცხი საშუალება უნიტაზისთვის. პროფესიონალური საშუალება პისუარების, უნიტაზების, ბიდეების და სხვა მჟავაგამძლე ზედაპირების გასაწმენდად. სპეციალურად შემუშავებულია სასტუმროებში, ოფისებსა და სავაჭრო კომპლექსებში, საბავშვო და სამედიცინო დაწესებულებებში გამოსაყენებლად. ეფექტურად და სწრაფად აშორებს კირქვის ნადებს, წყლისა და შარდის ქვას, ჟანგს, მინერალურ დანალექს. აცილებს უსიამოვნო სუნის წყაროებს და ანიჭებს ბზინვარებას დამუშავებულ ზედაპირებს. გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი. მოხერხებული ყელის ფორმის წყალობით გელი ადვილად აღწევს ძნელად მისადგომ ადგილებში უნიტაზის რგოლის ქვეშ, სადაც ბაქტერიები გროვდება. არ გამოიყენოთ მარმარილოზე, აკრილზე, სპილენძზე, ლატუნზე და სხვა მჟავაგაუძლებელ, ასევე ქრომირებულ ზედაპირებზე. საშუალება მზადაა გამოყენებისთვის და არ საჭიროებს განზავებას.
გამოყენების სფერო: კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებზე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სპორტულ დაწესებულებებში, სოციალური სფეროსა და საცხოვრებელ-კომუნალურ მეურნეობაში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში.
გამოყენების წესი:
დაიტანეთ წინასწარ დატენიანებულ ზედაპირზე.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 1 – 2 წუთი.
დაამუშავეთ გასაწმენდი ზედაპირი შესაბამისი ინვენტარით (ღრუბელი, ჯაგრისი) და ჩამობანეთ წყლით.
შემადგენლობა: დეიონიზებული წყალი, მინერალური მჟავები, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი, კომპლექსწარმომქმნელი, საღებავი, სურნელოვანი კომპოზიცია.
pH მაჩვენებელი: ≈ 2
უსაფრთხოების ზომები: საშუალება შეიცავს მჟავას. არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. გამოიყენეთ ხელთათმანები. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე, გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.
წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 3 წელი.