აღწერა
Ph Promline Thermo სარეცხი საშუალება თერმოკამერების გასაწმენდად. მაღალი ტუტეობის მქონე პროფესიონალური საშუალება განკუთვნილია საკვამლე კამერების, ღუმელების, გრილების და ყველა ტუტეგამძლე ზედაპირის გასაწმენდად კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებზე, ასევე სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, საბავშვო დაწესებულებებში და სხვა. ეფექტურად აშორებს ნამწვარს, ჭვარტლს, ძველ ცხიმოვან და სხვა რთულ საკვებ დაბინძურებებს. შესაძლებელია გამოყენება კანალიზაციის მილებში დაგუბებების პროფილაქტიკისა და აღმოსაფხვრელად.
გამოყენების სფერო: კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებზე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სპორტულ დაწესებულებებში, სოციალური სფეროსა და საცხოვრებელ-კომუნალურ მეურნეობაში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში.
გამოყენების წესი:
მოამზადეთ სამუშაო ხსნარი დაბინძურების ხარისხის მიხედვით:
0,5 – 5% ნამწვრის, ჭვარტლის, საკვები დაბინძურებების, მცენარეული და ცხოველური ცხიმების მოსაშორებლად;
2 – 5% თერმოკამერების გასაწმენდად ავზისა და ქაფგენერატორის გამოყენებისას.
დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე დასუფთავების ინვენტარის (მოპი, ღრუბელი, ჯაგრისი, სპრეერი) გამოყენებით.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 10 – 30 წუთი.
დაამუშავეთ ზედაპირი სამუშაო ინვენტარით (მოპი, ღრუბელი, ჯაგრისი).
ჩამობანეთ წყლით.
თერმოკამერების ავტომატურ რეჟიმში რეცხვისას იხელმძღვანელეთ მოწყობილობის მწარმოებლის ინსტრუქციით.
შემადგენლობა: დეიონიზებული წყალი, ტუტე, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კომპლექსწარმომქმნელები, ფუნქციური დანამატები.
pH მაჩვენებელი: ~ 13
უსაფრთხოების ზომები: საშუალება შეიცავს ტუტეს! არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. გამოიყენეთ ხელთათმანები. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე, გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.
წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 2 წელი.