PhSanicid
PhSanicid2
PhSanicid

სანიტარული ზონების საწმენდი საშუალება Ph Sanicid, 5 ლიტრი

74,65 

არტიკული:13-3314-MAS
ბრენდი:Ph
მოცულობა (მლ.):5000

აღწერა

Ph Sanicid სანიტარული ზონების საწმენდი საშუალება განკუთვნილია სანიტარულ-ჰიგიენურ სივრცეებში სხვადასხვა მჟავაგამძლე ზედაპირის გასაწმენდად. ეფექტურად აშორებს კირის ნადებს, ჟანგს, შარდის ქვას, საპნის ნადებსა და სხვადასხვა მინერალურ დანალექს. აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი. არ გამოიყენოთ მარმარილოზე, აკრილის ქვაზე და სხვა დელიკატურ ზედაპირებზე.

გამოყენების სფერო: კვების, გადამამუშავებელ, მანქანათმშენებლობის, საწვავ-ენერგეტიკის, ნავთობგადამამუშავებელ, ფარმაცევტულ და სხვა მრეწველობის დარგებში, საზოგადოებრივი კვების და ვაჭრობის ობიექტებში, სამედიცინო დაწესებულებებში, სანატორიულ-კურორტულ, საბავშვო, სკოლამდელ, სასკოლო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ შენობებსა და ნაგებობებში, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, დასვენებისა და სპორტის ობიექტებში, სასტუმრო და ჰოტელების კომპლექსებში, კომუნალური მეურნეობის საწარმოებში, საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ობიექტებზე, მომსახურების სფეროში და საყოფაცხოვრებო პირობებში.

გამოყენების წესი: გამოყენებამდე საჭიროა სამუშაო ხსნარის მომზადება კონცენტრაციით 10–100 მლ საშუალება 1 ლიტრ წყალზე.

1. ზედაპირების რეცხვა:

მოამზადეთ 1–5% სამუშაო ხსნარი.
წაუსვით ზედაპირს ან ხელსახოცს.
გადაანაწილეთ ზედაპირზე.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 3–5 წუთით.
საჭიროების შემთხვევაში დაამუშავეთ ინვენტარით.
ჩამობანეთ სუფთა წყლით.

2. უნიტაზის წმენდა:

მოამზადეთ 2–10% სამუშაო ხსნარი.
ჩარეცხეთ წყალი.
წაუსვით უნიტაზის რგოლის ქვეშ.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 3–5 წუთით.
დაამუშავეთ ჯაგრისით.
ჩარეცხეთ წყალი.

3. გენერალური დასუფთავება:

მოამზადეთ 2–10% სამუშაო ხსნარი.
წაუსვით ზედაპირს.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 5–10 წუთით.
დაამუშავეთ ინვენტარით.
ჩამობანეთ სუფთა წყლით.

შემადგენლობა: >30% დეიონიზებული წყალი, ორთოფოსფორმჟავა, <5% არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (НПАВ), <5% კათიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (КПАВ).

pH მაჩვენებელი: ~ 2

უსაფრთხოების ზომები: საშუალება შეიცავს მჟავას. არ გამოიყენოთ საკვებად. არ შეურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებს. გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე. გაყინვის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. პროდუქტი არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.

პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია არ აგებს პასუხს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.

დამზადებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან.

Additional Information

ბრენდი

Ph

მოცულობა (მლ.)

5000