აღწერა
Ph Promline AL 01 სადეზინფექციო საშუალება სარეცხი ეფექტით. ქლორის შემცველი პროფესიონალური საშუალება მაღალი ქაფწარმოქმნით განკუთვნილია იატაკების, კედლების, ტექნოლოგიური აღჭურვილობის, ტარის, ინვენტარისა და ჭურჭლის რეცხვისთვის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებზე, ასევე სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში. ეფექტურად აშორებს ცილოვან, ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და სხვა სახის დაბინძურებებს. გააჩნია სადეზინფექციო ეფექტი. არ გამოიყენოთ ალუმინის, სპილენძის, ლატუნისა და სხვა ტუტეზე მგრძნობიარე ზედაპირებზე.
გამოყენების სფერო: კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებზე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებში, სკოლამდელ და სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სპორტულ დაწესებულებებში, სოციალური სფეროსა და საცხოვრებელ-კომუნალურ მეურნეობაში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში.
გამოყენების წესი:
მოამზადეთ 1 – 3% სამუშაო ხსნარი დაბინძურების ხარისხის მიხედვით.
დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე სარეცხი მოწყობილობის ან ინვენტარის (მოპი, ჯაგრისი, სპრეერი) გამოყენებით.
დატოვეთ ზემოქმედებისთვის 5 – 10 წუთი.
დაამუშავეთ ზედაპირი ინვენტარით.
ჩამობანეთ წყლით.
შემადგენლობა: დეიონიზებული წყალი, ტუტე, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ნატრიუმის ჰიპოქლორიტი, კომპლექსწარმომქმნელები, ფუნქციური დანამატები.
pH მაჩვენებელი: ≈ 12,5
უსაფრთხოების ზომები: საშუალება შეიცავს ტუტეს. არ გამოიყენოთ საკვებად. არ აურიოთ სხვა საწმენდ და სარეცხ საშუალებებთან. გამოიყენეთ ხელთათმანები. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან +30°C-მდე ტემპერატურაზე, გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.
წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 1 წელი.