აღწერა
Ph Total სარეცხი საშუალება იატაკისა და ზედაპირების გენერალური დასუფთავებისთვის. ქლორის შემცველი სარეცხი საშუალება სადეზინფექციო ეფექტით განკუთვნილია სხვადასხვა ტუტეგამძლე ზედაპირის ღრმა წმენდისთვის ძლიერი და ძველი დაბინძურებებისგან. ქლორის შემცველი კონცენტრატი ეფექტურად აშორებს ჩაჯდომილ ჭუჭყს, ინტენსიურ ცხიმოვან და ზეთოვან დაბინძურებებს. მარტივად ათეთრებს ფილებს შორის ნაკერებს. შესაფერისია იატაკის სარეცხ მანქანებში გამოსაყენებლად და ხელით რეცხვისთვის.
გამოყენების წესი:
1. ყოველდღიური დასუფთავება: მოამზადეთ 0,5 – 1% ხსნარი (5-10 მლ 1 ლიტრ ცივ წყალში) დაბინძურების ხარისხის მიხედვით. დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე მოპის, ღრუბლის, ჩვარის ან სარეცხი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დამატებითი მექანიკური ზემოქმედება და ჩამობანეთ წყლით. 2. გენერალური (სამშენებლო სამუშაოების შემდეგ) დასუფთავება: მოამზადეთ 3 – 10% ხსნარი (300-1000 მლ 10 ლიტრ ცივ წყალში) დაბინძურების ხარისხის მიხედვით. დაიტანეთ გასაწმენდ ზედაპირზე მოპის, ღრუბლის, ჩვარის, სპრეერის ან სარეცხი მოწყობილობის გამოყენებით. დატოვეთ ზემოქმედებისთვის 5 – 10 წუთი. არ დაუშვათ საშუალების გაშრობა. დაამუშავეთ ზედაპირი დასუფთავების ინვენტარით და ჩამობანეთ წყლით.
შემადგენლობა: წყალი, არაიონოგენური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, კაუსტიკი, აქტიური დანამატები.
pH მაჩვენებელი: 12 (1% ხსნარში).
უსაფრთხოების ზომები: მუშაობისას გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. არ დაუშვათ ტანსაცმელზე მოხვედრა. კანზე ან თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. არ იმუშაოთ კონცენტრატით განუზავებლად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვა და ტრანსპორტირება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტებისგან განცალკევებით, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ -5°C-დან 30°C-მდე ტემპერატურაზე, გალღობის შემდეგ ინარჩუნებს თვისებებს. ტრანსპორტირება შესაძლებელია ყველა სახის ტრანსპორტით. საშუალება არ მიეკუთვნება საშიშ ტვირთს.
პროდუქტი განკუთვნილია პროფესიონალური გამოყენებისთვის. მწარმოებელი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს საშუალების არასწორი გამოყენებისა და შენახვის შემთხვევაში.
წარმოებულია რუსეთში. ვარგისიანობის ვადა: წარმოების თარიღიდან 2 წელი.